+995 322 366 700

info@winart.ge

თბილისი, ვახტანგ VI ქუჩა (აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ)

ჩვენს შესახებ

00IJxtANjEYyM6iJCGJ4qnnfU4ItHL

კომპანია WinArt-ი დაარსდა 2006 წელს. 10 წელია იგი ზრუნავს თქვენს სახლებში სითბოს, სინათლის და სიმყუდროვის შექმნასა და შენარჩუნებაზე. ამიტომაც არის იგი მომხმარებელთა სანდო და საიმედო პარტნიორი.

კომპანია WinArt-ი იმით არის გამორჩეული, რომ თავის წარმოებაში მხოლოდ ცნობილი გერმანული ფირმა REHAU-ს პროდუქტებს იყენებს, რომლებიც მზადდება გერმანიაში. 

WinArt-ი ეს არის-მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც ზრუნავენ პროდუქციის ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე.

WinArt-ის თანამედროვე საწარმო კი საშუალებას იძლება, რომ საბოლოო პროდიქტიც უმაღლესი ხარისხის იყოს და REHAU-ს სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

 

WinArt-ის ფანჯრების და გათბობის სისტემის გარეშე, თქვენი სახლი ჩვეულებრივი სახლი იქნება!

 

რატომ უნდა აირჩიოთ WinArt

1 კონსტრუქციის პროფესიული აზომვ

აზომვა ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი ეტაპია კონსტრუქციის შესაქმნელად. აუცილებელია აზომვა მოხდეს პროფესიონალური სიზუსტით, რომელიც სრულყოფილი სახით საბოლოო პროდუქტზე  აისახება.

2 პროექტირება

პროექტირება უმთავრესი პუნქტია, ნახაზები მზადდება დამკვეთის სურვილების გათვალისწინებით, Rehau-ს ლიცენზირებული საპროექტო პროგრამის საშუალებით, დიდი ყურადრებით და სწორი ტექნიკური გათვლით, რათა შემდგომში თავიდან ავიცილოთ შეცდომები დამზადების ეტაპზე.

3 კონტრაქტის გაფორმება

კონტრაქტი აუცილებელი პირობაა, რომელსაც გააჩნია იურიდიული ძალა, რომ შემდგომში საგარანტიო პირობები ზედმიწევნით იქნას დაცული და თავიდან აცილებული იყოს მომავალში შესაძლო შექმნილი გაუგებრობა.

4 დამზადება

პროდუქტი საბოლოო სახეს საწარმოში იძენს, WinArt-ი საკუთარ საწარმოში იყენებს მხოლოდ გერმანულ მაკომპლექტებელ ნაწილებს და ფურნიტურას, ხდება ყველა ტექნიკური სტანდარტის დაცვა, ხოლო საბოლოო სახის შეძენის შემდეგ სრული ხარისხის კონტროლი.

5 ტრანსპორტირება

ტრანსპორტირება სამუშაოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია. ჩვენი სპეციალისტები დიდი ყურადღებით და საქმისადმი ერთგულებით ეპყრობიან ამ საკითხს რაც გამორიცხავს ტრანსპორტირების ეტაპზე ხარვეზებს.

6 მონტაჟი

სწორად შესრულებული მონტაჟი უზრუნველყოფს ფანჯრების გამართულ და ხანგრძლივ ექსპულატაციას. აღსანიშნავია ის რომ მონტაჟი უნდა შესრულდეს კვალიფიცირებული მემონტაჟის მიერ Rehau-ს ტექნიკური სტანდარტების მიხედვით.

7 გარანტია

გარანტია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ნებისმიერი შენაძენის შემთხვევაში. ჩვენი ხარისხი გვაძლევს საშუალებას თამამად გამოვაცხადოთ მაღალი საგარანტიო პერიოდი. კომპანია Rehau-ს უმაღლესი ხარისხის მასალა და ჩვენს მიერ მაღალ დონეზე შესრულებული სამუშაო მკვეთრად გამოარჩევს ჩვენს პროდუქტს სხვა ანალოგებისგან.

WinArt გთავაზობთ 5 წლიან გარანტიას შესრულებულ სამუშაოზე.