+995 322 366 700

info@winart.ge

თბილისი, ვახტანგ VI ქუჩა (აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ)

REHAU-ს პარტნიორების კონფერენცია საქართველოში

qHmFNiFdp4Pe9VfjdFcVkw9KEoPI7b 

12 ნოემბერს, საქართველოში კომპანია REHAU-ს წარმომადგენლობის ორგანიზებით ბაკურიანში, სასტუმრო „კრისტალში“ პარტნიორული შეხვედრა ჩატარდა. 

კონფერენციის მსვლელობისას REHAU-ს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ბატონმა პაველ ივანენკომ პარტნიორებს  REHAU-ს შესაძლებლობების და მიღწევების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. ინფორმაცია აგრეთვე მოიცავდა სტატისტიკურ და ანალიტიკურ მონაცემებს პროფილის და ფანჯრების ბაზრის შესახებ, როგორც მსოფლიოს მაშტაბით, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. პაველ ივანენკომ აგრეთვე ისაუბრა საქართველოში ფანჯრების ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე. 

კომპანია REHAU-მ მადლობა გადაუხადა კომპანია Winart-ს 10 წლიანი წარმატებული თანამშრომლობისათვის. რეჰაუს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს ჩვენს კომპანიასთან ხანგრძლივი ურთიერთობის ინტერესი და კვლავაც ჩვენი წარმატებული წინსვლის მხარდამჭერად დარჩენას დაგვპირდნენ. 

კონფერენციის შემდეგ პარტნიორების ურთიერთობა არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა. ქართულ სუფრასთან REHAU-ს წარმომადგენლებმა და პარტნიორებმა განიხილეს კონფერენციის შედეგები და კომპანია REHAU-სთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პერსპექტივები. 

REHAU, როგორც ფანჯრების პროფილების ბაზრის აღიარებული ლიდერი, საქართველოს ბაზარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და გეგმავს არა მხოლოდ შეინარჩუნოს თავისი პოზიციები, არამედ, უახლოესი წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას მათი განვითარებისათვის.