აზომვა და კონსულტაცია ტექნიკურ სპეციალისტთან ადგილზე უფასოდ
ჩვენთან დარეკვის შემდეგ WinArt-ს ტექნიკური სპეციალისტები აზომავენ და შეადგენენ პროექტს თქვენი სურვილების გათვალისწინებით.
როგორ ვმუშაობთ
აზომვა ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი ეტაპია კონსტრუქციის შესაქმნელად. აუცილებელია აზომვა მოხდეს პროფესიონალური სიზუსტით, რომელიც სრულყოფილი სახით საბოლოო პროდუქტზე აისახება.
პროექტირება უმთავრესი პუნქტია, ნახაზები მზადდება დამკვეთის სურვილების გათვალისწინებით, Rehau-ს ლიცენზირებული საპროექტო პროგრამის საშუალებით, დიდი ყურადრებით და სწორი ტექნიკური გათვლით, რათა შემდგომში თავიდან ავიცილოთ შეცდომები დამზადების ეტაპზე.
კონტრაქტი აუცილებელი პირობაა, რომელსაც გააჩნია იურიდიული ძალა, რომ შემდგომში საგარანტიო პირობები ზედმიწევნით იქნას დაცული და თავიდან აცილებული იყოს მომავალში შესაძლო შექმნილი გაუგებრობა.
პროდუქტი საბოლოო სახეს საწარმოში იძენს, WinArt-ი საკუთარ საწარმოში იყენებს მხოლოდ გერმანულ მაკომპლექტებელ ნაწილებს და ფურნიტურას, ხდება ყველა ტექნიკური სტანდარტის დაცვა, ხოლო საბოლოო სახის შეძენის შემდეგ სრული ხარისხის კონტროლი.
ტრანსპორტირება სამუშაოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია. ჩვენი სპეციალისტები დიდი ყურადღებით და საქმისადმი ერთგულებით ეპყრობიან ამ საკითხს რაც გამორიცხავს ტრანსპორტირების ეტაპზე ხარვეზებს.
სწორად შესრულებული მონტაჟი უზრუნველყოფს ფანჯრების გამართულ და ხანგრძლივ ექსპულატაციას. აღსანიშნავია ის რომ მონტაჟი უნდა შესრულდეს კვალიფიცირებული მემონტაჟის მიერ Rehau-ს ტექნიკური სტანდარტების მიხედვით.
გარანტია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ნებისმიერი შენაძენის შემთხვევაში. ჩვენი ხარისხი გვაძლევს საშუალებას თამამად გამოვაცხადოთ მაღალი საგარანტიო პერიოდი. კომპანია Rehau-ს უმაღლესი ხარისხის მასალა და ჩვენს მიერ მაღალ დონეზე შესრულებული სამუშაო მკვეთრად გამოარჩევს ჩვენს პროდუქტს სხვა ანალოგებისგან.