+995 322 366 700

info@winart.ge

თბილისი, ვახტანგ VI ქუჩა (აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ)

REHAU-ს გათბობა-გაგრილების სისტემა

აბსოლუტური ტემპერატურული კომფორტი

“ფეხები სითბოში, თავი – სიგრილეში”– ასეთია კარგი თვითშეგრძნების რეცეპტი და რეჰაუს სისტემის მოქმედების პრინციპი. ჩვეული რადიატორის ნაცვლად გამოიყენება იატაკის მთელი ზედაპირი, რომელშიც ჩამალულია გამათბობელი მილები. იატაკიდან გამოსული სითბო თანაბრად ნაწილდება შენობის მთელ სივრცეზე. მოცემულ შემთხვევაში თბოცვლა ეფუძნება იატაკიდან სითბოს გამოსხივების პრინციპს, რაც მეტად კომფორტულად აღიქმება ადამიანის ორგანიზმის მიერ. თბილი შეიძლება იყოს არა მხოლოდ იატაკი, არამედ კედლებიც. ამ შემთხვევაში ტემპერატურული კომფორტი უფრო სრულია. წელიწადის ცხელ დროს შენობის ყველა ზედაპირი შეიძლება მუშაობდეს გაგრილების რეჟიმში.

თბილი იატაკის სისტემა გამოსახავს იდეალურთან მიახლოებულ ტემპერატურულ გრაფიკს – «თავი სიგრილეში, ფეხები სითბოში». რადიატორული გათბობა სითბოს არათანაბრად გამოსცემს, რასაც არასასიამოვნო ეფექტამდე მივყავართ – «თავი სითბოში, ფეხები სიგრილეში».