1. REHAU EURO-Design 60
სამკამერიანი სისტემა REHAU EURO-Design სიღრმით 60 მმ შეესაბამება თბო და ხმის იზოლაციის, დიზაინის, საიმედოობისა და ხანგამძლეობის თანამედროვე მოთხოვნებს. შემჭიდროების ორი კონტური საიმედოდ იცავს სახლს გამჭოლი ქარისაგან, ტენისა და მტვერისაგან, ხოლო გლუვი ზედაპირის პროფილები არ მოითხოვს ყოველდღიურ მოვლას.
REHAU EURO-Design პროფილებისგან დამზადებული ფანჯრების ფორმა შეიძლება იცვლებოდეს შენობის არქიტექტურისა და დამკვეთის ორიგინალური ჩანაფიქრის შესაბამისად.
∙ სისტემის სიღრმე / კამერების რაოდენობა: 60 მმ / 3 კამერა
∙ თბოიზოლაცია: Uf = 1,6W/m2K
∙ გატეხვის საწინააღმდეგო უსაფრთხოება: ხელსაწყოს ღრეჩოს ღერძის 13 მმ-ის წანაცვლების ხარჯზე გაძლიერებული საკეტი მოწყობილობების დაყენების შესაძლებლობა
∙ ჰაერისა და წყლის გაუმტარობა: საიმედო დაცვა გამჭოლი ქარისაგან, მტვრისა და წყლისაგან. ორი შემამჭიდროებელი კონტურის წყალობით (შემჭიდროებების 8 მმ-იანი პირგადადება გარეთ და შიგნით).
∙ ზედაპირი: გლუვი, ადვილად გასაწმენდი.
2. REHAU EURO-Design 70
ფანჯრის შეძენა - ეს მომავლის ინვესტიციაა. ახალ სახლს აშენებთ, თუ ძველის რეკონსტრუქციას გეგმავთ, თქვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. თუ თქვენთვის დახვეწილი დიზაინის, უმაღლესი ხარისხის გერმანული მასალის და საუკეთესო თბოიზოლაციის შერწყმა მნიშვნელოვანია, გონივრული იქნება არჩევანი REHAU EURO-Design 70 პროფილისაგან დამზადებულ ფანჯრებზე შეაჩეროთ
სისტემის ძირითადი მახასიათებლები:
∙ სისტემის სიღრმე /კამერების რაოდენობა: 70 მმ /5 კამერა.
∙ თბოიზოლაცია: Uf=1,3W/m2K
∙ გატეხვის საწინააღმდეგო უსაფრთხოება: ხელსაწყოს ღრეჩოს ღერძის 13 მმ-ის წანაცვლების ხარჯზე გაძლიერებული საკეტი მოწყობილობების დაყენების შესაძლებლობა.
∙ ჰაერისა და წყლის გაუმტარობა: საიმედო დაცვა გამჭოლი ქარისაგან, მტვრისა და წყლისაგან ორი შემამჭიდროებელი კონტურის ხარჯზე.
∙ ზედაპირი: საუკეთესო ხარისხის, იდეალურად გლუვი, ადვილად მოსავლელი.
3. REHAU GRAZIO
ახალი ხუთკამერიანი სისტემა გამოირჩევა ელეგანტური დიზაინით.
REHAU GRAZIO-ის საფანჯრე პროფილები განსაკუთრებულ სილამაზეს მიანიჭებს თქვენს სახლს და დაამშვენებს ნებისმიერ ინტერიერს.
∙ სისტემის სიღრმე /კამერების რაოდენობა: 70 მმ /5 კამერა.
• ზედაპირი: საუკეთესო ხარისხის, იდეალურად გლუვი, ადვილად მოსავლელი.
4. REHAU BLITZ
ყველასათვის ხელმისაწვდომი ხარისხი
BLITZ საფანჯრე სისტემა REHAU EURO-Design ძალიან უხდება როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ავეჯს. პროფილის წინა ზედაპირებზე 15-გრადუსიანი დაქანება მას მოხდენილ შეხედულებას აძლევს. BLITZ -ის პროფილების ფანჯრების ფორმა შეიძლება იცვლებოდეს თქვენი არქიტექტურული ჩანაფიქრის შესაბამისად.
სისტემის ძირითადი მახასიათებლები:
• სისტემის სიღრმე / კამერების რაოდენობა: 60 მმ / 3 კამერა
• გატეხვის საწინააღმდეგო უსაფრთხოება: ხელსაწყოს ღრეჩოს ღერძის 13 მმ-ის წანაცვლების ხარჯზე გაძლიერებული საკეტი მოწყობილობები.
• ჰაერისა და წყლის გაუმტარობა: საიმედო დაცვა გამჭოლი ქარისაგან, მტვრისა და წყლისაგან ორი შემამჭიდროებელი კონტურის ხარჯზე (8 მმ-იანი შემჭიდროებების დადება გარეთ და შიგნით).
• ზედაპირი: საუკეთესო ხარისხის, გლუვი, ადვილად მოსავლელი.
5. REHAU GENEO
მომავლისაკენ სწრაფვა
საფანჯრე სისტემა REHAU GENEO® - ეს არის საფანჯრე პროფილების უნიკალური სისტემა, რომელიც ბირთვშია არმირებული. ეს სიახლეა საფანჯრე კონსტრუქციების წარმოებაში და საფანჯრე წარმოების დარგი აჰყავს სამომხმარებლო თვისებების ახალ, უმაღლეს დონეზე. გამოგონების საფუძველია უახლესი ფიბრობოჭკოვანი მასალა RAU-FIPRO®, რომელიც გამოირჩევა არნახული სიმტკიცით, დატვირთვის მიმართ გამძლეობით, ამიტომ ფოლადის არმატურა ხშირ შემთხვევაში საჭირო აღარ არის.
სისტემის ძირითადი მახასიათებლები:
∙ სისტემის სიღრმე/კამერების რაოდენობა: 86 მმ / 6 კამერა
∙ თბოიზოლაცია: Uf = 0,85 W/m2K -მდე
∙ ხმაურისგან დაცვა: მე-5 კლასამდე, ევროპულ ნორმების მოთხოვნების შესაბამისად.
∙ გატეხვის საწინააღმდეგო უსაფრთხოება: მე-2 კლასიდან. საკეტი მოწყობილობების მარტივი დაყენება.
∙ დიზაინი: ფორმებისა და ფერების უდიდესი არჩევანი.